პროკურატურა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ დააყენა.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა.
ბასილაიამ იმედი გამოთქვა, რომ სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელ შუამდგომლობას სასამართლო არ გაითვალისწინებს.
“ის გარემოებები, რაზეც პროკურორმა ისაუბრა, პირდაპირ პოლიტიკური შეკვეთაა. ეს გარემოებები ბრალდებას მაშინაც ჰქონდა, როცა სააკაშვილი დააკავეს. აღნიშნულ შუამდგომლობას სამართლებრივი მოტივები არ აქვს და აქვს სხვა მოტივები, შიში აქვს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების და თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებენ, მას პენიტენციურ დაწესებულებაში ასე დატოვებენ. ან შესაძლოა, “ამნისტიის შესახებ კანონში” ისეთ მუხლს მიიღებენ, სადაც სხვა მექანიზმები შეეხება სააკაშვილს და ამიტომ ითხოვენ ახლა მის მიმართ პატიმრობას, მისი გაშვების შიში გაუჩნდათ.
მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ აქვს არავისთან, შესაბამისად, ის მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. რას ნიშნავს პატიმრობაში მყოფ პირს პატიმრობა შეეფარდოს, რომ ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს? ეს ხომ აბსურდია, ბატონო მოსამართლე?”,- განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ აქვს შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას