ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო - არხის ჟურნალისტებს ბორდის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო - არხის ჟურნალისტებს ბორდის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში ბორდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დასწრების სურვილი ტელეარხის ჟურნალისტებმა - ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა გამოთქვეს, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტს ხმაური მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მათ თავდაპირველად არხის შენობაშიც არ უშვებდნენ.
„მაუწყებლის შენობაში თანამშრომელს რომ არ უშვებენ, ტელეფონზე დარეკვა არ შეგიძლიათ? დარეკვა და გარკვევა გთხოვეთ“, - მიმართა ვასილ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ბონდო მძინარიშვილს.
ადგილზე მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ შენობა მშენებარეა, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.