ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათ სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათ სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

მეორე დღეა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროგრამით გათვალისწინებული გადაცემები არ გადის. მათ შორისაა საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“, რომელიც 26 დეკემბრის 15:00 საათის შემდეგ ეთერში არ გასულა.
ტელევიზიამ განმარტება დღეს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა“.
„ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა გამოძიების დაწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 24-საათზე მეტია, რაც მხოლოდ სერიალები, ფილმები და რეკლამები გადის.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.