არქივი27 დეკემბერი, 2025, 21:26
მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა - საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა მასშტაბური კიბერშეტევა, რის გამოც არხი პირდაპირ ეთერში ვერ მაუწყებლობს.
ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე.
მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა გამოძიების დაწყება." - წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.