ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზოგადოების 69.5%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისია – “მთავარი არხის” კვლევა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა “მთავარი არხის” დაკვეთით, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” (ISSA) ჩაატარა.
ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისია? – ამ მოსაზრებას საზოგადოების 69.5% ეთანხმება, 28.0% კი არა.
არ ვეთანხმები – 28.0%
ვეთანხმები – 69.5%
არ ვიცი – 2.5%.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + – 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 – 10 აპრილის შუალედში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.