ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავარი არხის კვლევა: ხვალ რომ არჩევნები იყოს - 31.4% ოცნება, 9.6% ენმ, 9.1% ახალი

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 31.4% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 9.6% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 9.1% - პარტია ახალს.
კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა.
მონაცემები შემდეგნარიად გადანაწილდა:
ტელეკომპანია მთავარის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი და მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. მათივე ინფორმაციით, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.