საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი „ოცნებამ“ სცენაზე არ აუშვა

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დღეს, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.
მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრების სურვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, 14 დეკემბერს, გამოთქვა.
თუმცა მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არაფერი ესაქმებოდა, რადგან მან „ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“.
მიუხედავად „ქართული ოცნების“ უარისა, პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მაინც მივიდა და ღონისძიებას მოქალაქეების რიგებში ესწრებოდა. მისვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა – „ ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას – გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს“.
მიუხედავად ამისა, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლები ისე დასრულდა, პრეზიდენტი სცენაზე არ მიუწვევიათ.
თუმცა საზეიმო ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის მისვლა არ გამორჩენია ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკიც, რომელიც სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო. ელჩმა თავის სიტყვა სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან მისალმებით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა