ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილი – ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, საზეიმო სცენაზე

დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად – რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის არდში, იყო სწორედ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომლებიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში იყოს, სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მითუმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმება საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია. ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
ჩვენ დავამტკიცეთ 12 პრიორიტეტის შესრულებით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც არის გასაკეთებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესრულდება ის 9 პრიორიტეტიც, რომელიც მოცულობით არის 10-ჯერ ნაკლები 12 პრიორიტეტთან შედარებით. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ არა მარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა 9 პრიორიტეტის შესასრულებლადაც. ეს მათი (ოპოზიციის) საქმეა, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი, მათი (ოპოზიციის) საქმეა, ჩაერთვებიან კარგია, არ ჩაერთვებიან მათი საქმეა“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, ლოგიკურად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და მისი მოღალატე ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების გარდაუვალ შედეგამდე”