სავარაუდოდ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დააკავეს 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ წუთებში (21:45) იმყოფებიან ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის ბინაში.
მისი ვაჟი, კოტე ჩახუნაშვილი, – რომელიც აქციების აქტიური მონაწილეა, – წერს, რომ გიორგი ჩახუნაშვილს აპატიმრებენ.
ბინასთან უკვე შეკრებილები არიან ჟურნალისტები და ჩახუნაშვილის მხარდამჭერები.
72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა -ის პრესცენტრს კითხვით, აკავებენ თუ არა ჩახუნაშვილს და რასთან დაკავშირებით იმყოფებიან სამართალდამცავები მასთან სახლში. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
-ს 22:30 საათზე მორიგი ბრიფინგი აქვს დანიშნული.
წინა დღეებში შსს-ის ბრიფინგებზე ცნობილი გახდა, რომ არაერთი ადამიანი დააკავეს ოთხი ოქტომბრის საქმეზე.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საქმეზე 36 ადამიანია დაპატიმრებული.
მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, , მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.
ინფორმაცია განახლდა
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა