არქივი9 ოქტომბერი, 2025, 23:50
დააკავეს 71 წლის ექიმ-პედიატრი, გიორგი ჩახუნაშვილი (ვიდეო)

დააკავეს 71 წლის ექიმ-პედიატრი, გიორგი ჩახუნაშვილი.
საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, მისმა შვილმა, კოტე ჩახუნაშვილმა, ფეისბუქზე დაწერა, რომ მამამისთან პოლიცია იყო შესული, რის შემდეგაც გიორგი ჩახუნაშვილის სახლთან ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები მივიდნენ – ბინის კარი მათ დაკეტილი დახვდათ.
დაახლოებით 30 წუთში ადგილზე პოლიციის მობილიზება დაიწყო და ჟურნალისტებს და აქტივისტებს ადგილის დატოვება მოსთხოვეს. პოლიციამ ფაქტობრივად ძალის გამოყენებით დაატოვებინა აქციის მონაწილეებს სადარბაზო.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.