ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სავალუტო რეზერვები 119 მილიონი დოლარით შემცირდა

2023 წლის დეკემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები თითქმის 119 მილიონი დოლარით, 5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში რეზერვები 5.121 მლრდ დოლარი იყო, გასული წლის დეკემბრის ბოლოს კი 4.9 მლრდ დოლარი.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, რეზერვების შემცირება სებ-ის მიერ ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას უკავშირდებოდა.
„კლება განპირობებული იყო დეკემბრის დასაწყისში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით, რაც საბანკო ლიკვიდობის ზრდას ისახავდა მიზნად,“- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების აქტიურად შესყიდვას ახორციელებდა. წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.