საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებს, 7.9%-ია ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც სწორი პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი თავისუფალია და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც, ბუნებრივია, იმის გამოძახილია, რომ ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ე.წ. ოპოზიციონერი ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკურ ვარდნას, ლარის კურსის ვარდნას და ზოგადად, ეკონომიკურ კრიზისს და ამის მაგივრად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოს მონაცემებით არის 7.9%.
„მინუსს წინასწარმეტყველებდნენ და 7.9% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც არის სწორი პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება, იმის დამსახურება, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
Next: ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული, არაერთი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაიწყო გამოძიება, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება