ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა (bm.ge)

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა (bm.ge)

მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი.
მსოფლიო ბანკის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით ვარაუდობდნენ. 2026 წლისთვის კი ქვეყანაში 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზები ასე ნაწილდება:
· სომხეთი - 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.2 პ.პ;
· აზერბაიჯანი - 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.7 პ.პ;
· რუსეთი - 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.5 პ.პ;
· თურქეთი - 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.4 პ.პ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-მა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ივლისში ის 7.2%-მდე დააკორექტირა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.