არქივი14 მარტი, 2025, 17:52
საელჩო - ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება

საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.