ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“საელჩოს ბანერზე ორი მანიპულაციაა… მინდა ვთხოვო ელჩს…” – პრემიერი

“საელჩოს ბანერზე ორი მანიპულაციაა… მინდა ვთხოვო ელჩს…” – პრემიერი

1,8 პროცენტი არის 35 ათასზე მეტი ხმა, არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე მანიპულაცია იყოს მოცემული. როცა ამბობ, რომ 1,8 პროცენტი, რა მოხდა, 1,8 პროცენტი არ იყო მაშინ. როდესაც საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით – ცდომილება იყო არა 1,8, არამედ იყო თუ არ ვცდები, 2,5. შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით „ქართული ოცნების“ შედეგის ცდომილება იყო არა 1,8, არამედ 2,5. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა ვთხოვო ელჩს, კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა, როცა საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს. 2,5 პროცენტი არის 50 ათასი ხმა. „ისფედი“ ამტკიცებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა, ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, რომ ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი არა 1,8, არამედ 2,5 და მეორე არა 2,5 როგორც ასეთი, არამედ „ისფედი“ ჩვენ გვაბრალებდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ 50 ათასი ხმის გაყალბების საბაბით, რადიკალური ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა ენჯეოების და ორი ელჩის მხრიდან, რაც არ არის ნახსენები ამ ბანერზე. აქედან გამომდინარე, ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.