ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არასწორი ინფორმაციაა“ – პრემიერი აშშ-ის საელჩოს ქარდებს აკრიტიკებს

„არასწორი ინფორმაციაა“ – პრემიერი აშშ-ის საელჩოს ქარდებს აკრიტიკებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ „ქარდებს“ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათში არასწორი ინფორმაციაა მითითებული.
მთავრობის მეთაური ამერიკის ელჩს მოუწოდებს, „უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში“.
საელჩომ ბოლო დღეებში რამდენიმე ქარდი გამოაქვეყნა, რომლებიც „ოცნების“ რიტორიკას აკრიტიკებს.
„სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, არასწორ ბრალდებებს, ეს ძალიან სამწუხაროა. დღევანდელი ქარდიც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა ეს არის საელჩოს საქმე. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროებისამებრ პირადად გაუზიაროს ელჩს მისი მოსაზრებები ამ საკითხზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.