„სად უნდა წამოვიდე, პოლიციაში რატომ უნდა გადავიდე?“ – ირაკლი კუპრაძე და მისი თანხმლები პირები ვარაზისხევზე პოლიციამ გააჩერა

„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და მისი თანმხლები პირები: ოთო ფარულავა, ბექა ბერძენიშვილი და ჯუბა ლოლაძე პოლიციამ ვარაზისხევზე შეაჩერა და საბუთები მოსთხოვა.

ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ლაივი ჩართო, სადაც ჩანს, რომ მათთან სამი საპატრულო ეკიპაჟია მისული. პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ უფლება აქვთ, გააჩერონ, შეამოწმონ, მოითხოვონ საბუთები და დაათვალიერონ მანქანა.

მას შემდეგ რაც კუპრაძემ პოლიციელებს უთხრა, რომ იყო პოლიტიკოსი და ჰკითხა, რა საფუძვლით გააჩერეს, პოლიციელმა უთხრა:

„რახან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, რამე პრივილეგიით სარგებლობთ?“

ამის შემდეგ კი მისი და მისი თანმხლები პირების გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

კუპრაძის პირდაპირი ეთერი მაშინ შეწყდა, როცა პოლიციელებმა მათი მანქანაში ჩასმა დაიწყეს.

„სად უნდა წამოვიდე, პოლიციაში რატომ უნდა გადავიდე?“, – იკითხა კუპრაძემ, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი შეწყდა.

ვრცლად; ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს