ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ კიდევ რამდენიმე წევრი ვარაზისხევზე დააკავეს

ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ კიდევ რამდენიმე წევრი ვარაზისხევზე დააკავეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, მხლებელ პირებთან ერთად, ვარაზისხევზე დააკავეს. კუპრაძე ამ დროს სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა.
ვიდეოში ისმის ირაკლი კუპრაძის საუბარი პოლიციელებთან, სადაც ის ეკითხება მათ, რის საფუძველზე გააჩერეს და შეუზღუდეს გადაადგილება, ასევე, იცის თუ არა პოლიციამ, რომ ის და მისი მხლებელი პირები პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. პოლიცია კითხვაზე პასუხობს, რომ მათ აქვთ უფლება გააჩერონ მოქალაქე, დაათვალიერონ თვითონაც და მისი ავტომობილიც. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე კი განსხვავებული კანონმდებლობა არ ვრცელდება. სწორედ ამ კითხვა-პასუხის შემდეგ ჩანს, რომ ირაკლი კუპრაძეს და მის მხლებლებს მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდებენ, განყოფილებაში გადაყვანას უპირებენ და ლაივი წყდება.
ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ის პოლიციის სამმა ეკიპაჟმა გააჩერა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.