სად არის სალომე ზურაბიშვილი? – “მუხტი ჩემი ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა”

11
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა facebook-ის პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას, რომელიც ზურაბიშვილის პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებას შეეხებოდა, ასე უპასუხა:
მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან, როცა გამოვაცხადე, რომ ეს იყო გაყალბებული პირველივე დღე და ეს რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არ ვიქნებოდი დღეს სადაც ვართ და არც ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკა არ იქნებოდა ჩვენს მიმართ. ვარ ყველგან, სადაც უნდა ვიყო. ვაგრძელებ იმას, რაც არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება – ვესაუბრო ჩვენს პარტნიორებს. მივცე ინტერვიუები, ვიყო ყველა იმ ღონისძიებაზე თუ კონფერტენციაზე, სადაც შემიძლია, საქართველოს საქართველოს სიტყვა მივიტანო.
ვითომც მე ვიღაცისგან ვარ მართული, რომ ვიყო ამ ქვეყანაში, დავრჩე აქ და ვიგრძნო ჩემი პირადი პასუხისმგებლობა. ეს არის რეალურად შეურაცხყოფა ადამიანის – მთელი ჩემი ცხოვრება არის და იყო აწყობილი იმაზე, რომ რაღაცნაირად მომზადებული ვყოფილიყავი იმ დღისთვის, როცა საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოსთვის გამეწია ის დახმარება რაც მე ჩემი გამოცდილებით შემეძლო.
მე მგონი, მუხტი თუ საერთოდ გაჩნდა, გაჩნდა იმის შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ ჩატარებული იყო როგორც რუსული სპეცოპერაცია და ამდენად არ ჰქონდა ლეგიტიმურობის არანაირი ნიშანი”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო-მიმართვისას აღნიშნავს, რომ “არ ეთანხმებოდა და არ ეთანხმება “რაღაც გამოცხადებულ გადატრიალებს, ვითომც ერთ დღეში მომხდარ სასწაულებს. სიზმრების და მითების არ მჯერა, ასე არ ხდება”