ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სადავო პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დახურა

სადავო პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დახურა

სადავო, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც ამ დრომდე არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტნიორებს კი კითხვები აქვთ, საგაზაფხულო სესია დახურა. სესიის ბოლო სხდომა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას დაეთმო.
მე-11 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის კვოტები ათვისებული აქვთ 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიით არჩეულ პოლიტიკოსებს, ის პარტიები კი, რომლებიც სახელისუფლებო პარტიას აკრიტიკებენ, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას არ ცნობენ.
„დღეს ივნისის ბოლო პარასკევია და სრულდება საგაზაფხულო სესია. შესაბამისად, კონსტიტუციის 44-ე მუხლის საფუძველზე საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ“, - თქვა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მომდევნო კვირაში სურთ რიგგარეშე სხდომის გამართვა და ამისთვის „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს მიმართავენ - ქართული კანონმდებლობით, რიგგარეშე სესიის მოწვევა პრეზიდენტს შეუძლია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.