პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. მომავალ კვირას კი, 1-2 ივლისს პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეიკრიბება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავენ.
საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.
სხდომის დასრულებისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“