ბათუმში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან და „რანინას“ წევრებთან ერთად, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში სანტას კუთხე, 360° გადაღება, ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ და სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობა მოეწყო. გაიხსნა საახალწლო გამოფენა-ბაზრობაც. ასევე, გაიმართა კონცერტი პროექტ „რანინასა” და ბენდი „რეგიონის” მონაწილეობით.
“დღესვე სტარტი აიღო პროექტმა „ახალი წელი შენს ეზოში”. საახალწლოდ მორთული ავტომობილი, ანიმატორებითა და სანტა კლაუსით, ბათუმის ქუჩებში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებს.
მერიის ინფორმაციითვე, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 31 დეკემბერს კი გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება”, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც