საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცმა ქალი რამდენიმე დღის წინ სცემა. ის ცხელ კვალზე დააკავეს, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის დღეს, 21 ნოემბერს გარდაიცვალა.
უწყების ცნობით დაკავებული კაცი წარსულში ნასამართლევია. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ეს ნიშნავს, რომ წარსულში მომხდარი ინციდენტის გამო კაცს ქალთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება