ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაცმა, რომელმაც ციხე “ოცნების” ამნისტიით დატოვა, ცოლი შვილის თვალწინ მოკლა

კაცმა, რომელმაც ციხე “ოცნების” ამნისტიით დატოვა, ცოლი შვილის თვალწინ მოკლა

39 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ქვით არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა. ციხიდან არჩვევნების წინ “ქართული ოცნების” ამნისტიის გამოსული კაცი ყოფილ მეუღლეს სახლში მიუვარდა, ჩხუბი დაუწყო, წააქცია და ქვით სცემა. ადგილობრივების თქმით, კაცი სასტიკი ანგარისწორების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ყოფილ მეუღლეს ქვას გამეტებით უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც ურტყამდა. დასახიჩრებული ქალის გადარჩენას ექიმები 8 დღე ცდილობდნენ. სახის ძვლების, ცხვირის და თავის ქალის მოტეხილობით ციკო სულიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში გარადაიცვალა.
საგარეჯოში ტვ პირველთან ამბობენ, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა კაცმა ციხე არჩევნებამდე 1 კვირით ადრე დატოვა. მიშა სუხიშვილს “ოცნების” მიერ მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო. ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული კაცი ცოლზე ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს. 3 წლიანი მსჯავრით ციხე ვადაზე ადრე, 20 ოქტომბერს დატოვა.
ადგილობრივები მომხდარი სასტიკი დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებენ. ამბობენ, რომ ციკო სულიკაშვილს ყოფილმა მეუღლემ ციხეში გაშვება არ აპატია. ცოლზე მოძალადემ უმძიმეს დანაშაულამდე დაზარალებულზე ძალადობა ერთხელ სცადა, თუმცა ქალმა უჩივლა და შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.