საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
“საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”