ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელარუსის საგარეო უწყების თანახმად, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქართველ კოლეგა, მაკა ბოჭორიშვილთან გამართა შეხვედრა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან მოლაპარაკებების ყურადღების ფოკუსში სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების გზები იყო. მხარეებს ხაზი გაუსვეს თანასწორუფლებიან, პატივისცემაზე დაუფლებულ, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობაში დაინტერესებას, რომელიც ორივე ერისთვის იქნება სასარგებლო. განხილულ იქნა საერთაშორისო დღის წესრიგის რიგი საკითხები, ცალკე განიხილეს თანამედროვე გამოწვევებისთვისა და საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის თემა.
რიჟენკოვმა ქართულ მხარეს წარმატება უსურვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.