ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგარეო საქმეთა მინისტრი ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

2023 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაემგზავრება ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში, სადაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ცერემონიაში. აღსანიშნავია, რომ ვატიკანის წმინდა მიწაზე ქართული მოზაიკური ფრესკა პირველად აღიმართება.
ისტორიულ ცერემონიაში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა, წმინდა საყდარში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც მოზაიკას აკურთხებს.
აღსანიშნავია, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ვატიკანის ტერიტორიაზე ქართული მოზაიკის განთავსების საკითხზე ინტენსიური მუშაობა 2022 წლიდან განაახლა.
მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება მიღო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს. ფრესკის ავტორი ცნობილი ქართველი ფერმწერი მოზაიკოსი ამირან ბაკურაძეა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.