ილია დარჩიაშვილი ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

2023 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაემგზავრება ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში, სადაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვატიკანის წმინდა მიწაზე ქართული მოზაიკური ფრესკა პირველად აღიმართება.
„ისტორიულ ცერემონიაში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა, წმინდა საყდარში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც მოზაიკას აკურთხებს.
აღსანიშნავია, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ვატიკანის ტერიტორიაზე ქართული მოზაიკის განთავსების საკითხზე ინტენსიური მუშაობა 2022 წლიდან განაახლა.
მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება მიღო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს. ფრესკის ავტორი ცნობილი ქართველი ფერმწერი მოზაიკოსი ამირან ბაკურაძეა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მოსამართლემ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გარდა, დაგვინიშნა სახაზინო ადვოკატები – ნელ-ნელა, ყველას გამოგვყრის და დარჩებიან მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები, ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა

1 წე­ლი­წად­ში მი­ღე­ბუ­ლი 320 ათას ლარ­ზე მე­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა ეროვ­ნულ ბან­კში, აქ­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ა­ში – რა არის ცნობილი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის ქონებაზე