არქივი4 დეკემბერი, 2024, 23:53
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოში მომიტინგეების თვითნებური დაკავების, მათ მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, - აცხადებს კაია კალასის პრესსპიკერი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.