ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გელა მთივლიშვილი

„საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გელა მთივლიშვილი

ჟურნალისტი, ,,მთის ამბების” დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი:
„საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე – მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა. სამედიცინო დასკვნით, მას ერთ თვალზე მხოლოდ 30%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0 და რაღაც მეათედი.
თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით, დოკუმენტურად მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო სამედიცინო ჩარევით, ახლა აღარ! ეს არის წამება და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობთ, “პოლიციელი”, “პროკურორი”, “მოსამართლე”, გადაწყვეტილების მიმღებები, პასუხს აგებთ საკუთარი თავით!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.