ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა.
ახალი კანონის ფარგლებში ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების აყვანის უფლებაც ეძლევათ.
საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, ეს კანონი "სერიოზულ უთანასწორობას თამამად გააუქმებს".
"ეს რეფორმა ჩვენი რამდენიმე თანამოქალაქის ცხოვრებას გააუმჯობესებს, მრავალთა ცხოვრებისაგან რამის წართმევის გარეშე". - თქვა მიცოტაკისმა.
კანონპროექტს საბერძნეთის 300-წევრიან პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რაც ოპოზიციის ხმასაც გულისხმობდა.
"ხალხი, რომელიც უჩინარი იყო, საბოლოოდ ჩვენ გარშემო ხილვადი გახდება და მათთან ერთად მრავალი ბავშვი იპოვის საკუთარ სამართლიან ადგილს". - თქვა მიცოტაკისმა პარლამენტში ხმის მიცემამდე დებატებისას.
პარლამენტის გადაწყვეტილება კონტროვერსიულია. მას წინააღმდეგობა მოჰყვა გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ეკლესიის მხარდამჭერებმა ათენში, სინტაგმას მოედანზე გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოაწყვეს.
საბერძნეთი პირველი ქვეყანაა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახადა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.