ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, ახალი კანონი “ყველას აძლევს სამოქალაქო ქორწინების უფლებას, მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ერთად” და იცავს ბავშვების უფლებებს “მიუხედავად ოჯახის ფორმისა”.
საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც ასეთი კანონპროექტი დაამტკიცა.
გასული ათწლეულის განმავლობაში, საბერძნეთმა, ლგბტ+ თემის საკითხზე, არაერთი რეფორმა გაატარა. ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.