არქივი19 თებერვალი, 2025, 20:52
საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, სატელევიზიო ეთერში „პოლიციის კრიტიკის შემდეგ“ 5 წუთში პატრულმა გააჩერა და ჯარიმის შესახებ აცნობა.
„11 თებერვალს გზის გადაკეტვისთვის გაჯარიმებთო, 5 000 ლარით, ოღონდ იქ არ ვყოფილვარ მაგ დროს“, - წერს საბა ბუაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.