ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ნეტა კოვიდზე მამოწმებენ?”– რატომ დააჯარიმეს საბა ბუაძე 5 000 ლარით

“ნეტა კოვიდზე მამოწმებენ?”– რატომ დააჯარიმეს საბა ბუაძე 5 000 ლარით

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციის გაკრიტიკებიდან 5 წუთში ქუჩაში სამართალდამცველებმა გააჩერეს.
ტელევიზიით პოლიციის კრიტიკის შემდეგ, 5 წუთში პატრულმა გამაჩერა და 15 წუთია გაჩერებული ვყავარ და არც მეუბნებიან რატომ. უნდა გადაგამოწმოთო. ნეტა კოვიდზე მამოწმებენ?”. – წერს საბა ბუაძე.
მალევე ცნობილი გახდა, რომ საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს:
მე ვფიქრობ რეალური მიზეზი იყო, რომ ცოტა ხნის წინ პოლიციაზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ პოლიცია არის სახე დაკარგულ, სამარცხვინო მდგომარეობაში და ამ სატელევიზიო ეთერიდან გამოსვლიდან 5 წუთში, პატრულმა გამაჩერა, დამაყოვნეს 15 წუთი და მერე მოვიდნენ და მითხრეს, რომ 5 000 ლარით მაჯარიმებდნენ 11 თებერვალს გზის გადაკეტვის გამო. რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ 11 თებერვალს გზის გადაკეტვის მომენტში მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ სისტემას ეს არ აინტერესებს აბსოლუტურად. დამაჯარიმეს, იმ თარიღზე და მომენტზე, როცა არ ვყოფილვარ იქ, – ამბობს საბა ბუაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.