საბა ბუაძე – ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე ნოშიკო ნამორაძის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს

ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე ნოშიკო ნამორაძის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ალბათ, გახსოვთ, „ბიზნესის თავისუფლად სუნთქვაზე“ მოსაუბრე ბიზნესმენი ნამორაძე, რომელმაც მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა.
დღეს ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს და ნაყიდ კოეფიციენს ფაქტიურად უკან დააბრუნებს (რაც ასეთ ტერიტორიებზე უდიდესი იშვიათობაა). სამაგიეროდ, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა და ჭავჭავაძის ნაცვლად, სპორტის უნივერსიტეტის კომპლექსს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ააშენებს“, – წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა