ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს” – საბა ბუაძე ნოშიკო ნამორაძეზე

,, მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს” – საბა ბუაძე ნოშიკო ნამორაძეზე

ლელოს ყოფილი წევრი, საბა ბუაძე ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
,,გახსოვთ ალბათ „ბიზნესის თავისუფლად სუნთქვაზე“ მოსაუბრე ბიზნესმენი ნამორაძე, რომელმაც მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა.
ხოდა დღეს ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს და ნაყიდ კოეფიციენს ფაქტიურად უკან დააბრუნებს (რაც ასეთ ტერიტორიებზე უდიდესი იშვიათობაა). სამაგიეროდ, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა და ჭავჭავაძის ნაცვლად, სპორტის უნივერსიტეტის კომპლექსს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ააშენებს.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.