ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბა ბრაჭველი: ანუ: ადამიანის დახმარება - პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, მძიმედ დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და პირის განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც

საბა ბრაჭველი: ანუ: ადამიანის დახმარება - პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, მძიმედ დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და პირის განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც
იურისტი საბა ბრაჭველი: 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:
✅განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე
✅არასრულწლოვნის გაყიდვა (ტრეფიკინგი) ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე
✅ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე
✅ყაჩაღობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე
✅გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე.
საქართველოს პროკურატურის მიხედვით:
⭕️სხვა ადამიანისთვის წყლის სათვალისა და პირბადის შეძენა ისჯება სსკ 318 (ხუთიდან ათ წლამდე) 319 (შვიდიდან თხუთმეტ წლამდე) და 321' (ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით) მუხლებით.
ანუ: ადამიანის დახმარება - პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, მძიმედ დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და პირის განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც.
გილოცავთ მარიამობას!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.