“ადამიანის დახმარება არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული?” – საბა ბრაჭველი

“ადამიანის დახმარება არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული?” – საბა ბრაჭველი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:
განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე არასრულწლოვნის გაყიდვა (ტრეფიკინგი) ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ყაჩაღობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე. საქართველოს პროკურატურის მიხედვით: სხვა ადამიანისთვის წყლის სათვალისა და პირბადის შეძენა ისჯება სსკ 318 (ხუთიდან ათ წლამდე) 319 (შვიდიდან თხუთმეტ წლამდე) და 321′ (ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით) მუხლებით. ანუ: ადამიანის დახმარება – პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, მძიმედ დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და პირის განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც.
გილოცავთ მარიამობას!
ცნობისთვის, პროკურატურამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში დააყადაღა, რადგან თურმე, მათ შეისყიდეს: “აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი