ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს

საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 172,1 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 699.51 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.