პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მებაჟე ოფიცრებმა 18 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს და ბრილიანტის შემოტანა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 103,15 გრამი) და 261 ცალი ბრილიანტის თვალი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 18 005,37 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.