არქივი19 დეკემბერი, 2023, 18:08
საარჩევნო ცვლილებები და ანტიკორუფციული ბიურო | ვენეციის კომისია "ოცნების" რეფორმას აკრიტიკებს
ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" რეფორმას აკრიტიკებს. ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახალი ანტიკორუფციული ბიურო ევროპელების კრიტიკის საგანი ხდება. ვენეციის კომისიაში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით "ქართული ოცნება" ვერ მიაღწევს გაცხადებულ მიზანს და ვერ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს. კრიტიკულ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ არსებობს კითხვები ამ პროექტით გათვალისწინებული პრემიერ მინისტრის უფლებამოსილებებთან დაკავშირებითაც - განსაკუთრებით ანტიკორუფციულ სივრცეში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.