საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს განიხილავენ

დეპუტატები საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებენ. მმართველი გუნდი მის დასაძლევად ემზადება და სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მორიგ დესტრუქციულ ქმედებად აფასებს.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, როგორც სხვა ვეტოები, ეს ვეტოც იქნება დაძლეული და საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის წინსვლას ხელს ვერ შეუშლის.
“სალომეს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი, ლეგიტიმურად არჩეული, ემსახურება ქვეყნის წინსვლას. მისი დაყოფის პოლიტიკა იქნება, თუ ვეტოთი თამაში ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს ვეტოც იქნება, როგორც სხვა ვეტოები იქნა, დაძლეული”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ