ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის არჩევის წესზე: გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა

გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა – როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო და არც ხმა ამოუღია, – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ.
ზარქუას აზრით, მათ თემები ამოეწურათ და „ახლა სისულელეებს იგონებენ“.
„ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა ან მანამდე სად იყვნენ ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ არ აქვთ თემები, არ იციან რაზე ილაპარაკონ – ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.