საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა. პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ გამოწვევად რჩება, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და საარჩევნო გარემოზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისთვისაც ერთნაირად აქტუალურია. შესაბამისად, ცესკო მუდმივად ეძებს და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, სანდო ინფორმაციის ეფექტიან მიწოდებასა და დეზინფორმაციის ზემოქმედების შემცირებას. ,,დეზინფორმაციის რეესტრის’’ შექმნაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია – ნაბიჯი, რომელიც ემსახურება გამჭვირვალობის გაძლიერებას და ამომრჩევლების ინფორმაციისადმი მდგრადობის ზრდას.
ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე. რეესტრში თავმოყრილია ყველა ის დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაც ემსახურება საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენას და აზიანებს საარჩევნო პროცესს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციასთან ერთად პლატფორმაზე ასახულია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია.
პლატფორმაზე განთავსებულია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის შედეგად შერჩეული დეზინფორმაციული მასალა. „დეზინფორმაციის რეესტრი“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო, რაც ხაზს უსვამს ცესკოს მზადყოფნას თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. ცესკო, როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, გააგრძელებს ოპერატიულ რეაგირებას ყველა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს მოქალაქეებს ყოველთვის გადაამოწმონ და ენდონ ოფიციალურ, სანდო და დაზუსტებულ ინფორმაციასა და წყაროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია