“სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება ამის შემდეგ” – კალაძე

კახა კალაძე, მედიის კითხვას, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, პასუხობს და ამბობს:
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის, რადგან ამ ადამიანს თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა.
რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა, რომელიც შენიღბულია ლობიზმით. იხდიან ფულს, რითაც შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ განცხადებების გაკეთება, შეიძლება სისულელეები ილაპარაკონ, მაგრამ მთავარია, ფული აიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!