ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ვფიქრობ, ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის - სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის - სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე.
„სალომე ზურაბიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი. ვფიქრობ, მას ძალიან კარგად ესმის სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის. ეს არის ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარი იხდის სასჯელს. დარწმუნებული ვარ, უამრავს გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი.
სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლებდა, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს“,- აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, მან ევროპარლამენტარების მოწოდებებზეც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა. ლობიზმით არის შენიღბული. ფულს იხდიან. შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების გამოსვლა, განცხადებების გაკეთება. შესაძლოა, უამრავი სიბრიყვე ისაუბრონ, მთავარია ფული აიღონ“,- აღნიშნა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.