სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში

„ხალხი ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
„ვინ დაიდო ამათი ცოდვა, ეს “უსახელო ნაბიჭვრები” მოაგროვა, საქართველოს ცენზორად დაუწესა და ქართველ ხალხს ჭკუას ასწავლის?! თან, რომ ჰგონია ამ განცხადებით, ოპოზიციას არგო და რადიკალიზმი წაახალისა?! თქვე საცოდავებო, მრჩეველი მაინც არ გყავთ, აზრი მოჰკითხოთ, გაიაზროთ და გაითავისოთ – საუკუნეებია ვებრძვით, ათასი რჯულის ცენზორს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას შევალიეთ მთელი ისტორია და ერთი ნაგავია ჩვენთვის – “ცეკას” მეორე მდივანი და ამერიკული ფონდის პრეზიდენტი.
ეს 6.5 მილიარდის თემა ხომ ცალკე ტრაგიკომედიის ჟანრიდანაა – ჩვენო საქართველოს მოვახმარეთ ეს ფულიო… სინამდვილეში – საკუთარ არასამთავრობოებს აძლიეს, ინახეს წლების განმავლობაში და ამერიკულ ინვესტიციად “გვატენიან”. სწორედ ეგ ანერვიულებს ამას, რომ არასამთავრობოების გასათეთრებელი “მაყუთებით” ვეღარ ისარგებლებენ, ვეღარ გამართავენ ფორუმებს და რა უსახელოც იყო, იგივე დარჩება. ერთი ჭეშმარიტებაცაა – 30 წლის განმავლობაში, ვერავინ დაასახელებს ამერიკულ, მსხვილ, რეალურ ინვესტიციას საქართველოში, რადგან ეგეთი ბუნებაში არ არსებობს.(თაღლითი “ფრონტერას” გარდა) ჰო და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ – თქვენი მონა სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში! აი, ეგ მუცლის გვრემა აქვს ბატონ კრამერს!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები