სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი არის საქართველოს ისტორიაში სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები„ წევრი ილია ინჯია მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
როგორც ინჯია ფეისბუქზე წერს, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში.
„მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მორიგი განაჩენი 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში და იმის დასტური, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ლიდერები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობებისგან.
დღეს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისკენ ისწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.
2003-2012 წლების რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადიოდნენ სისტემურ დანაშაულს, რაზეც ქართველმა ხალხმა არაერთხელ სამართლიანი და ლოგიკური პასუხი გასცა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება“, – წერს ვიცე-სპიკერი ილია ინჯია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა