ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას

რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას
26 მარ 202617:40
მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ გზას და მომავალზე ორიენტირებულ მომავალს. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების გაგრძელებას აზრი აქვს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ ბოლო მოვლენებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით, სადაც ახლა სერიოზული პრობლემები არსებობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი, დისკუსია, უნდა დავიკავოთ პოზიცია, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რომ არსებობდეს პლატფორმა დიალოგისთვის, ვიდრე ვთქვათ, რომ ჰეი, არ მოგვწონს, და ვასრულებთ ამ ურთიერთობებს", - განაცხადა მარკ რუტემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.