ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუტე განმარტავს, რა შემთხვევაში შენარჩუნდება NATO-საქართველოს ურთიერთობა

11
ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ევროსკოპის შეკითხვის პასუხად ნატოს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს განმარტავს და აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, თუ საქართველო დაუბრუნდება პროევროპულ გზას.
“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან. რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, ვფიქრობთ, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ გზას.  მათ შორის,  დაუბრუნდეს  დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტრაექტორიას, სადაც ახლა სერიოზული შეშფოთების მიზეზი არსებობს.  ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვიმოქმედოთ დიალოგის პრინციპით, უნდა დავიკავოთ პოზიცია, რომელიც უკეთესია ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ამ საკითხების განსახილველად გზები უნდა შევინარჩუნოთ, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და საბოლოოდ დავასრულოთ ურთიერთობა”, – განაცხადა რუტემ

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.